Georgia

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიები

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია.

ლომისა — უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

გერგეტის სამების ეკლესია

გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამებას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

სვეტი ცხოველი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი)[1]. მდებარეობს თბილისიდან 20 კმ დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

 

წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში 323 წლის 20 ივლისიდანმოციქულთასწორიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. მისი ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება 1 ივნისს (ძველი სტილით 318 წლის 19 მაისი – ჯავახეთში შემოსვლის თარიღი) და 27 იანვარს (ძველი სტილით 338 წლის 14 იანვარი – გარდაცვალების თარიღი). ქართველი ერის გაქრისტიანება 324 წელს დასრულებულა, ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით.

„წმინდა ნინოს ცხოვრება

წმინდა ნინოს „ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციებით არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.),[1] ჭელიშური (XIV ს.)[2] და სინური (X ს.).[3][4] გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), სადაც თხრობა, განსხვავებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.

XII საუკუნის დასაწყისში არსენ ბერმა (შესაძლოა ეს იყოს არსენ იყალთოელი) შექმნა წმინდა ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.[5]

ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „ქართლის ცხოვრებისეულ“ რედაქციას ენიჭება, ხოლო არსენ ბერის და ანონიმის რედაქციებს, უფრო მეტად, ლიტერატურათმცოდენეობითი მნიშვნელობა აქვთ.

სულ ახლახან გამოიცა წმ, „ნინოს ცხოვრების“ ახალქართული თარგმანი (პარალელური ძველი ტექსტითურთ), რომელიც, უმთავრესად, შატბერდულ ვერსიას ეფუძნება, ხოლ ნაკლული ადგილები სინური და ჭელიშური ვერსიებიდან არის შევსებული.[6]

წმინდა ნინო